📚 5 ივნისს, 2026 წლის, რუსული ენის მოყვარულთა წრის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვლადიმირ სუტეევის ცნობილი ზღაპრის „Мешок яблок“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოირგეს პერსონაჟების როლები, წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები და რუსულ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობები. სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და მონაწილეებს დაუვიწყარი გამოცდილება შესძინა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში რუსული ენისადმი ინტერესის გაღრმავება, მეტყველების უნარების განვითარება და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა+გაეცნენ მათთვის ახალ მწერალს და ნაწარმოებს.
👏 ვულოცავთ მონაწილეებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ მომავალშიც მრავალ საინტერესო პროექტში მონაწილეობას!









